ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ რაულ ასენსიო მადრიდის რეალთან ხელშეკრულების განახლებას უახლოვდება.
ასენსიოსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები დეკემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს, დეტალები კი მომდევნო თვეებში გაირკვევა.
რაულის სურვილია, რომ რეალში ითამაშოს და არა სხვა კლუბში, რის გამოც მთელი გუნდი ძალიან ბედნიერია.
- წერს ჟურნალისტი.
რაულ ასენსიო რეალის აკადემიის აღზრდილია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.