კატალონიის ბარსელონა ხუთშაბათს, ჩვენი დროით 23:55-ზე პამპლონას ოსასუნასთან ლა ლიგის გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებს.
გუნდის დამრიგებლის, ჰანსი ფლიკის თქმით, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც დაზიანება არ აქვთ, თუმცა ამ მატჩს მაინც გამოტოვებენ.
როგორც გერმანელმა დამრიგებელმა აღნიშნა, ოსასუნასთან რაფინია და რონალდ არაუხო არ ითამაშებენ, რადგან მათ მგზავრობა სამხრეთ ამერიკიდან უწევთ და ფლიკმა ამჯობინა, რომ მოთამაშეები დაასვენოს.
ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია. გუნდი პირველა ადგილს 60 ქულით იკავებს.