UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა მეტ ბრაუნმა ახსნა, თუ რატომ იმსახურებს ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან პირდაპირ სატიტულო ბრძოლის ჩანიშვნას.
პირადად მე, ილიას ამ შანსს მივცემდი და სატიტულო ბრძოლას ვაჩხუბებდი. ცხადია ისლამი შეეწინააღმდეგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ჩხუბი არ შედგეს.
თავისი არგუმენტები მახაჩევსაც აქვს, რომელსაც ასე თუ ისე ვიზიარებ, მაგრამ არ მგონია რომ სხვა მებრძოლებმა სატიტულო ჩხუბი ილიაზე მეტად დაიმსახურეს.
ამიტომაც ვამბობ, მიეცით შანსი ილიას და ვნახოთ რა იქნება — თუ თოფურია მოიგებს UFC-ს მისი სახით კიდევ უფრო დიდი ვარსკვლავი ეყოლება, — განაცხადა ბრაუნმა.