ამას ვერ დაიჯერებთ - რისი შანსი აქვს დღეს საქართველოს სომხეთთან » სპორტის ხაზი

ამას ვერ დაიჯერებთ - რისი შანსი აქვს დღეს საქართველოს სომხეთთან

ამას ვერ დაიჯერებთ - რისი შანსი აქვს დღეს საქართველოს სომხეთთან
23-03-2025, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრებას შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე ისტორიაში არაერთხელ გვყავს დამარცხებული, რთული დასაჯერებელია, თუმცა მათთან ოფიციალურ შეხვედრაში დინამო არენაზე არასდროს მოგვიგია.

ჩვენსა და სომხეთს შორის ისტორიაში სულ 8 თამაშია გამართული, საიდანაც 4 საქართველომ, 2 კი სომხეთმა მოიგო.

საქართველომ სომხეთი ორჯერ გასვლაზე დაამარცხა, ლეგენდარული 7:0 კი ამხანაგური შეხვედრის ეგიდით გაიმართა. რაც შეეხება მეოთხე გამარჯვებას, ის კვიპროსის ზამთრის ტურნირზე შედგა, რომლის მასპინძელი ქვეყანაც ეს უკანასკნელი გახლდათ.

ამდენად, თუ დღეს საქართველო სომხეთს დინამო არენაზე დაამარცხებს, ეს იქნება პირველი საშინაო გამარჯვება მეზობლებთან ოფიციალურ შეხვედრაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი