"ათი წლის წინ განვითარებით საქართველოს ვუსწრებდით, ახლა კი.." - ვეტერანი სომეხი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ათი წლის წინ განვითარებით საქართველოს ვუსწრებდით, ახლა კი.." - ვეტერანი სომეხი ფეხბურთელი

"ათი წლის წინ განვითარებით საქართველოს ვუსწრებდით, ახლა კი.." - ვეტერანი სომეხი ფეხბურთელი
გუშინ, 00:56
Aa Aa
გაზიარება:

სომხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რობერტ არზუმანიანის ადგილობრივი მედიის საშუალებით, საქართველოსთან ჩატარებულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

"2025 წლის ოქტომბერში 10 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

ათი-თორმეტი წლის წინ ქართული ფეხბურთი სერიოზულ კრიზისს განიცდიდა. იმ დროს სპეციალისტები თანხმდებოდნენ, რომ სომხეთის ნაკრები განვითარებით უსწრებდა საქართველოს. დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

ბოლო ათი წლის განმავლობაში კობიაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რამაც ქართული ფეხბურთი სრულად გარდაქმნა.

მე ვრცლად აღვწერე, თუ როგორ მოახერხეს ეს ყველაფერი და როგორ აჩვენეს შთამბეჭდავი თამაში ევრო 2024-ზე. ახლა მინდა, ლევან კობიაშვილს და მის გუნდს მივულოცო ბოლო ათი წლის განმავლობაში შესრულებული შესანიშნავი საქმიანობა. საქართველოს ნაკრების წარმატება მხოლოდ იმ დიდი ცვლილებების მცირე ნაწილია, რაც მათ განახორციელეს"


- აღნიშნა ვეტერანმა მოთამაშემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი