საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დასამატებლად ერთბაშად 3 სხვადასხა კლუბი იბრძვის.
ბოლო დღეებში გიორგის თურქული ტრაბზონსპორი დაუკავშირდა და როგორც თურქები წერდნენ, ტრაბზონი ქართველის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებდა, თუმცა ახლა ასპარეზზე ნაპოლი და სპორტინგიც გამოჩდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლი 7-10 მილიონ ევროს იხდის, არადა გიორგის სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 4 მილიონი ევროა.
რაც შეეხება სპორტინგის ვარიანტს, ის აქტიური სულ თავიდან იყო, თუმცა შემდეგ საუბარი შეწყდა, ახლა კი აქტიურად ნაპოლისა და ტრაბზონის ვარიანტებზე წერენ