დინამო არენაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში სომეხი გულშემატკივრის კომენტარი ვრცელდება, რომელიც მომხდარს რუსეთს აბრალებს.
სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიანთ გულშემატკივრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ. იქ საგნის შეტანაზე ყველა გაგვაკონტროლეს, მათ კი ყველანაირი ნივთი ჰქონდათ ხელში!
არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით! ეს მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰგავს ქართული დროშის უკან ამოფარებული რუსეთის აგენტების მხრიდან.
გვესროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დინამო არენაზე" უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არცერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
- ამბობს სომეხი გულშემატკივარი.