საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თვალის დევნებისას და ფიქრისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საზოგადოების თითოეულ ნაწილს შეუძლია თავისი განსაკუთრებული როლი ითამაშოს უმნიშვნელოვანეს პროცესში.
უდიდესია სპორტის გავლენა, თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო დაპირისპირებების დროს სპორტსმენებს თავიანთი გავლენის ფართო მასებზე გავრცელება და თუ რაოდენ მაღალია მათი ხმა თითოეული ადამიანისთვის.
დღევანდელი დროის კვალდაკვალ, მრავალმა ქართველმა სპორტსმენმა თავისი აზრი საჯაროდ უკვე დააფიქსირა, დაგმო ძალადობა და მხარი მკაფიოდ დაუჭირა საქართველოს ევროპულ მომავალს.
თუმცა საინტერესოა, როგორ ხდება ეს ყოველივე პრაქტიკაში, მაშინ როცა სპორტსმენები თავადვე ერთვებიან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასა და პროცესებთან მაქსიმალურად ახლოს არიან.
ქვეყნისთვის, როგორიც კოტ-დივუარია, სადაც ბოლო 4 წელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, საერთოდაც სასწაულის ტოლფასი გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების პირველი გასვლა.
მაშინ, როცა 2000 წელს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში 59%-ით მეცნიერმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლორან გბაგომ გაიმარჯვა. მან ოპოზიციის თხოვნა, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარებულიყო, არ მიიღო და უარი თქვა, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია.
2005 წლის 8 ოქტომბერს დიდიე დროგბას კოტ-დ’ივუარმა სუდანს 3:1 სძლია და 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციურად მოხვდა. სუდანის ომდურმანეს 20-ათასიანი სტადიონზე მთელი სახელმწიფოს ბედი წყდებოდა.
ნაკრების ლიდერმა დიდიე დროგბამ მიკროფონში ქვეყანას მიმართა, რომლითაც ისტორია შეიცვალა.
ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მომენტისთვის, საბრძოლო დაპირისპირებები შესვენებებით სამ წელზე დიდხანს გრძელდებოდა, გბაგბომ არჩევნების ჩატარებაზეც კი განაცხადა თანხმობა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად გამოცხადდა. 2007 წელს დროგბასა და მისი პარტნიორების ინიციატივით, აფრიკის თასის შესარჩევი მატჩი აბიჯანის ნაცვლად ბუაკეში ჩატარდა.
ომის დაწყებიდან პირველად, ორივე ბანაკის ლიდერები მშვიდობიან გარემოში შეიკრიბნენ, რომ თამაშისთვის ედევნებინათ თვალი.
2007 წლის ბოლოს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული ბუფერული ზონა გაუქმდა. კოტ-დ’ივუარი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. შეპირებულ არჩევნებზე, რომელიც 2005-ის ნაცვლად 2010-ში ჩატარდა, გამარჯვებულად უატტარუ გამოცხადდა, ხოლო კონსტიტუციურმა საბჭომ გამარჯვებულად გბაგბო დაასახელა.
SPORTLINE-ის რედაქციის სახელით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ვგმობთ ქვეყანაში მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას და ვაცხადებთ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაციაზე გადის.