მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში მატჩის წინ სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, დავიდ ალაბას ტრავმა თითქმის მოშუშებული აქვს და გუნდთან ერთად ვარჯიშს 30 დეკემბერს განაახლებს.
გარდა ამისა, ითქვა ისიც, რომ ავსტრიელი უკანახაზელი რეალისთვის ხელმისაწვდომი იანვრის შუა რიცხვებიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბას ჯვარედინი იოგები ჰქონდა დაზიანებული.