დეკემბრის თვე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელებისთვის შესანიშნავი გამოდგა, რაც მათ სტატისტიკაზეც აისახა.
გიორგი მიქაუტაძემ ლიონის რიგებში დეკემბრის თვეში 5-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მანაც 5 მატჩი გამართა, ოღონდ გატანილ 3 გოლს 3 საგოლე გადაცემაც დაუმატა და ჯამურად 6 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.