განსაკუთრებული სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის - ვინ როგორ გამოიჩინა თავი » სპორტის ხაზი

განსაკუთრებული სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის - ვინ როგორ გამოიჩინა თავი

განსაკუთრებული სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის - ვინ როგორ გამოიჩინა თავი
22-05-2024, 00:05
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგი გამოდგა.

მათი კარგი თამაში მედიას ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია და არც სტატისიკაში ჩაწერა დავიწყებია ვინმეს.

საქართველოს ნაკრების 8 ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე ჩემპიონობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, არიან მოთამაშეებიც, რომლებაც ტიტულით ვერ დაასრულეს სეზონი, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშეს.

სლოვაკეთის ჩემპიონობის ტიტული ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ "სლოვან ბრატისლავასთან" ერთად მოიპოვეს. გურამმა იმდენი მოახერხა, რომ ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდშიც კი მოხვდა.

მეორე ქართული დუეტი, რომელიც ჩემპიონი გახდა აზაროვისა და გოჩოლეიშვილისაა, რომლებმაც "შახტართან" ერთად უკრაინის პირველობა იზეიმეს.

და კიდევ ერთი დუეტი - დვალიშვილი-ქვილითაია, აწ უკვე კვიპროსის ჩემპიონები "აპოელის" ფეხბურთელების რანგში. 6 წლის შემდეგ მათ პირველი ადგილი ბოლო ტურში მოიპოვეს. სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა ქვილითაიამაც მოახერხა.

ახლა კიტეიშვილის ჯერია, რომელმაც განუმეორებელი სეზონი ჩაატარა. ავსტრიის თასის აღმართვას ჩემპიონობაც მიაყოლა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც კი მიიღო.

შეიძლება ბევრს ეს სახელი და გვარი არ გეცნობათ, მაგრამ "ყარაბახში" მოასპარეზე ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონობა მოიპოვა.

მართალია, გიორგი მამარდაშვილს ტიტული არ მოუგია, მაგრამ მის იგი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა და ჩემპიონატში კარი 13-ჯერ შეინახა მშრალად.

გიორგის მსგავსად ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისაც" არ გაუმართლა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გუნდს მაინც ლიდერობდა. მან თავი 17 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

მორიგი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეა. მისთვის სეზონის პირველი ნაწილი საშინელი იყო, მაგრამ "მეცში" დაბრუნებით მან 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, რითიც გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

და ბოლოს, არ გამოგვრჩეს ბუდუ ზივზივაძეც, რომელმაც მიმდინარე სეზონში "კარლსრუეს" რიგებში 11 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი