რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.
22 წლის მოთამაშემ ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 35-ჯერ ითამაშა, მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო, რასაც 8 საგოლე გადაცემაც დაუმატა.
საგულისხმოა ისიც, რომ მანჩესტერ სიტის ნაადრევ ჩემპიონობაში ერლინგ ჰოლანდმა თავისი გოლების რაოდენობით უდიდესი წვლილი შეიტანა, რამაც მისი საუკეთესოობა განაპირობა.
ცნობისთვის, ერლინგ ჰოლანდმა 2022/2023 წლების სეზონში სიტის მაისურით ყველა ტურნირზე 51 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.