ქართულ მედიაში ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით აკეთებს.
"კარგ ფორმაში ვარ, თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ვიმსახურებ თუ არა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ყველა ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრები პირველია და ყველას უხარია გამოძახება და თუნდაც ერთი წუთი თამაში."
"შეიძლება ბრაზილიელისთვის იმდენს არ ნიშნავს, რამდენსაც ქართველისთვის. ეროვნული ნაკრების უკან დგას, პირველ რიგში, შენი ქვეყანა და ვალდებული ხარ ფეხბურთში შენს ქვეყანას დაეხმარო. ყველა ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს, რომ შემდეგ ეროვნული ნაკრებში ითამაშოს."
"ვარ თუ არა მზად? - ამას სხვები წყვეტენ, მაგრამ თავს ვგრძნობ კარგად", - თქვა გიორგი არაბიძემ.