La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, პარი სენ-ჟერმენი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
წყაროს მტკიცებით, საფრანგეთში დაბრუნებაზე ნიგერიელი ფეხბურთელი თანახმაა, რომელიც ნაპოლიში სწორედ ლილიდან გადავიდა.
სხვათა შორის, პსჟ-ის სპორტულ აგენტთან ოსიმენს კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც ვიქტორმა საფრანგეთში ყოფნისას გაიცნო.
რაც შეეხება ნაპოლის, იქ ფეხბურთელი არ დაბრუნდება, ეს უკვე გადაწყვეტილია, რადგან თანამშრომლობა არც კლუბს და არც ოსიმენს აღარ სურს.