მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებას აპირებს » სპორტის ხაზი

მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებას აპირებს

მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებას აპირებს
22-03-2025, 23:39
Aa Aa
გაზიარება:

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა, განაცხადა, რომ გეგმავს თავისი კანდიდატურის წამოყენებას ირლანდიის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ცნობისთვის, ქვეყანაში არჩევნები 2025 წელსაა დაგეგმილი.

"2026 წლის 12 ივნისამდე ირლანდიამ სრულად უნდა განახორციელოს ევროკავშირის მიგრაციის შესახებ შეთანხმება. ამ პერიოდში პარლამენტის ორივე სახლმა უნდა დაამტკიცოს რამდენიმე კანონი, ხოლო პრეზიდენტმა ისინი ხელმოწერით დაადასტუროს.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 11 ნოემბერს ჩატარდება. ვინ დაუპირისპირდება მთავრობას და ვინ ეცდება ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას? სხვა კანდიდატები, რომლებსაც შეიძლება წამოაყენებენ, მას ვერ შეედავებიან. მე კი წინ აღუდგები! პრეზიდენტის რანგში ამ საკითხს რეფერენდუმზე გავიტანდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმების წინააღმდეგი ვარ, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მე და მთავრობას არ გვეკუთვნის – ეს ირლანდიელი ხალხის ნებაა! ყოველთვის ასე იყო! აი, ესაა ნამდვილი დემოკრატიის არსი!

მაინტერესებს, რა მოსაზრებებს წამოაყენებენ ჩვენი ჩინოვნიკები ამ პაქტის მხარდასაჭერად. სიამოვნებით მოვუსმენდი დისკუსიებს, შემდეგ კი – არჩევნები! ირლანდიის მომავალი ჩემთან ერთადაა, როგორც პრეზიდენტთან. ყველა ირლანდიელს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვისა და მომავლის განსაზღვრის უფლება!

მხარი დამიჭირეთ, ხმა მომეცით, და თქვენი ხმა არ დაიკარგება!"


– წერს მაკგრეგორი.


კომენტარის დამატება

  • 0
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი