UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას შესახებ კომენტარი გააკეთა და მას პატარა უწოდა.
ილია თოფურია ქართველ-ესპანელია. მას ოქტაგონზე თავის სტილი აქვს და ცუდი მებრძოლი არაა, თუმცა ჩემთვის პატარაა. შემიძლია, რომ ის მაგრად ვცემო.
- ამბობს მაკგრეგორი.
თავად ილიას მიაჩნია, რომ კონორის დრო უკვე წასულია და მას ქართველთან ოქტაგონზე დაპირისპირების შემთხვევაში არანაირი შანსი არ ექნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ თოფურია 99%-იანი ალბათობით თავის მომდევნო შეხვედრას ამერიკელი მებრძოლის, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს.