საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ანტალიაში ამხანაგური შეხვედრა ფინეთის წინააღმდეგ გამართა და 4:2 იმარჯვა.
ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე, ჩვენმა გუნდმა რეაბილიტირება შეძლო და მეტოქეს 3 გოლი გაუტანა. თავი საბა ხვადაგიანმა, გიზი მამაგეიშვილმა და საბა მამაცაშვილმა გამოიჩინეს.
შეხვედრის მიწურულს კი მატჩის საბოლოო ანგარიში, ოთო მამაგეიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ახალგაზრდულში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. შემდეგ მატჩს, ჩვენი გუნდი 25 მარტს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
ნამატჩევს, თამაშზე კომენტარი, ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურთან, ჩვენი გუნდის თავკაცმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.
იხილეთ ვიდეო: