საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფინეთი დაამარცხა » სპორტის ხაზი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფინეთი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფინეთი დაამარცხა
22-03-2025, 20:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა, რომელიც ანტალიაში ვარჯიშობს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური თამაში გამართა და 4:2 მოიგო.

მატჩი ფინეთმა უკეთ დაიწყო და 24-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ლუკა ჰურულაინენის გატანილი გოლით დაწინაურდა. შესვენებამდე უპირატესობა სტუმრებთან დარჩა.

მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე, ნაკრების ლიდერმა საბა ხვადაგიანმა ჩაწოდებული ბურთი გამოიყენა და თანაბრობა აღადგინა. 56-ე წუთზე კი გიორგი მამაგეიშვილმა მეკარის უზუსტობა დაამუშავა და გუნდი წინ გაიყვანა.

60-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან პირდაპირი დარტყმით გაიტანა, ბურთს ფინელი მცველი შეეხო და ანგარიში 3:1 გახდა. ფინეთმა საპასუხოდ კონტრშეტევა განახორციელა – შეცვლაზე შესულმა იუჰო ტალვიტიემ მცველი მოატყუა და უპრობლემოდ შეამცირა სხვაობა. თუმცა, 88-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ბურთისთვის იბრძოლა და საბოლოო შედეგი – 4:2 დაამყარა.

25 მარტს საქართველოს ნაკრები ანტალიაში სერბეთის 21-წლამდელთა გუნდს შეხვდება, რითაც მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი