საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონში საკმაოდ ცუდად გამოვიდა.
ჯგუფში, სადაც საქართველოს ორი მეტოქე ჰყავდა, ყაზახეთი და ლიეტუვა, ქართველებმა ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით დათმეს, 0:3.
დღეს საქართველოს ლიეტუვასთან დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, რათა ყაზახებთან განცდილი მარცხი დაებალანსებინათ, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლეს.
სამწუხაროდ, ორ შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, საკუთარ კარში ექვსი მიიღო და სამგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.