"ვარსკვლავია, კვარაცხელია ფენომენია" - პასტორემ ხვიჩაზე სასიამოვნოდ ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ვარსკვლავია, კვარაცხელია ფენომენია" - პასტორემ ხვიჩაზე სასიამოვნოდ ისაუბრა

"ვარსკვლავია, კვარაცხელია ფენომენია" - პასტორემ ხვიჩაზე სასიამოვნოდ ისაუბრა
21-03-2025, 22:37
Aa Aa
გაზიარება:

სატელევიზიო კომპანია "რუსთავი 2-მა" ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილ მოთამაშე, ხავიერ პასტორესთან ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"პსჟ-ის" მიმდინარე ფორმა

"ვხედავთ "პსჟ"-ს, რომელსაც უამრავი ამბიცია აქვს. ეს არის ახალგაზრდა გუნდი, სადაც მწვრთნელმა მოთამაშეების საუკეთესო ვერსიები იპოვა. მათ ძალიან პერსპექტიული სვლა აქვთ, პრაქტიკულად უკვე მოიგეს ლიგა 1 და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვიან, რაც კლუბისთვის ნანატრი ტიტულია. როცა გუნდი ზედიზედ იგებს ბევრ მატჩს, ეს თავდაჯერებას აძლიერებს და ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თავდაჯერების დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია."

რა აკლდა წინა თაობის "პსჟ"-ს ევროპული წარმატებისთვის?

"მე ვიცხოვრე "პსჟ"-ის ახალი ეპოქის საწყისებში, სადაც, შეგვიძლია ვთქვათ რომ ბევრი კარგი რამ გამოვიარეთ, კლუბი ძალიან გაიზარდა. მუდმივად ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილით, თუმცა გარკვეული ნახტომი გვაკლდებოდა, რათა ფინალში გავსულიყავით. მუდმივად შესანიშნავი გუნდი გვყავდა, თუმცა საბოლოოდ, ეს ფეხბურთია, სადაც გამარჯვებულის და დამარცხებულის ბედს მცირე დეტალები წყვეტს. ვფიქრობ, რომ იღბალი დაგვაკლდა".

"პსჟ"-ის ამჟამინდელი გუნდის შანსები ჩემპიონთა ლიგაზე

"ამ გუნდმა უამრავი მოლოდინი გააჩინა, ძალიან პოპულარულია და ზედიზედ ბევრი მატჩი მოიგო. ვფიქრობ, ყველაფერი აქვთ ფინალში გასასვლელად და შემდეგ მის მოგებაზე ოცნებისთვის, რათა გააბედნიერონ გულშემატკივრები".

"კვარა ძალიან ნიჭიერი და მოწიფული მოთამაშეა, რომელიც მოედანზე მუდმივად კარგ გადაწყვეტილებებს იღებს. ძალიან მომწონდა ჯერ კიდევ ნეაპოლში თამაშის დროს და ახლა, სხვა უმაღლესი დონის თანაგუნდელებთან ერთად, შეტევაში მისი შეჩერება ურთულესია. ხვიჩას გუნდისთვის ბევრი დადებითი რამ მოაქვს. ვარსკვლავია, თუმცა იქცევა როგორც ჩვეულებრივი მოთამაშე და ეს პიროვნული ღირსებები ბევრს მატებს გუნდს და მის თამაშს. კვარაცხელია ფენომენია!"

დრამა ლივერპულში

"ამ მატჩში ბევრი ემოცია განვიცადე. ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ გამარჯვება სანახაობრივი თამაშით და კონტროლით სურდათ. პენალტების სერიაში ნებისმიერი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ სტაბილურობა და თავდაჯერებულობა გამოავლინეს, რათა თამაში თავიანთ სასიკეთოდ შემოეტრიალებინათ. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ეს იმ კატეგორიის თამაშთაგანია, რომლის ყურებაც ყველას სიამოვნებას ანიჭებს".


- ამბობს პასტორე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი