"ეს სამარცხვინო იყო" - წაგების შემდეგ სომხები ფედერაციის გადადგომას ითხოვენ » სპორტის ხაზი

"ეს სამარცხვინო იყო" - წაგების შემდეგ სომხები ფედერაციის გადადგომას ითხოვენ

"ეს სამარცხვინო იყო" - წაგების შემდეგ სომხები ფედერაციის გადადგომას ითხოვენ
22-03-2025, 13:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან წაგების შემდეგ, სომხეთის ადგილობრივი ფან-მოძრაობის დამფუძნებელი, სერგეი ჯანჯოიანი წერილს აქვეყნებს და ფედერაციას გადადგომისკენ მოუწოდებს.

რა უნდა გერქვათ, როცა საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ამას აკეთებთ. რბილად რომ ვთქვათ, გუნდი კარგ მდგომარეობაში არაა, თქვენ კი მეტოქე გუნდის გულშემატკივარზე უფრო მეტი ბილეთი გაყიდეთ, ვიდრე სომხებზე.

ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რაც მუდმივად ემახსოვრებათ, მომავალი ხელმძღვანელობისთვის კი მაგალითი უნდა იყოს. ამ დამცირებისთვის ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს!

- წერს ჯანჯოიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის განმეორებითი თამაში ხვალ შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი