სომხები მატჩამდე მარშის მოწყობას აპირებენ - რა წერილს ავრცელებს მეტოქე » სპორტის ხაზი

სომხები მატჩამდე მარშის მოწყობას აპირებენ - რა წერილს ავრცელებს მეტოქე

სომხები მატჩამდე მარშის მოწყობას აპირებენ - რა წერილს ავრცელებს მეტოქე
23-03-2025, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრებას შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდს ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს, დღეს მეტოქე ნაკრების მხარდამჭერები თბილისში ხმაურიანი მარშის მოწყობას მაინც აპირებენ.

სომეხი გულშემატკივრების წერილში ვკითხულობთ, რომ მათი ნაკრების მხარდასაჭერი მსვლელობა 15:00 საათზე მეტროსადგურ წერეთლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, სადაც გულშემატკივრები სომხეთის დროშით და შესაბამისი საფეხბურთო ატრიბუტიკით შეიმოსებიან.

"უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება", - ეს არის სომხების მარშის დევიზი, რომლითაც ისინი დინამო არენის მიმართულებით დაიძრებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 20 მარტს ერევანში 3:0 გაიმარჯვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი