"ის, რაც დინამო არენაზე მოხდა ქაჯობა და სირცხვილია" - ქართველი კომენტატორის განცხადება » სპორტის ხაზი

"ის, რაც დინამო არენაზე მოხდა ქაჯობა და სირცხვილია" - ქართველი კომენტატორის განცხადება

"ის, რაც დინამო არენაზე მოხდა ქაჯობა და  სირცხვილია" - ქართველი კომენტატორის განცხადება
23-03-2025, 21:06
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში სომხეთის ნაკრებს საკუთარ კედლებში უმასპინძლა და მეტოქე 6:1 გაანადგურა

დუბლებთ თავი მიქაუტაძემ და კიტეიშვილმა გამოიჩნეს, ხოლო თითო გოლები ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ მიითვალეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრების მინდორზე შევარდნის გამო საქართველოს სანქციები ემუქრება, რასაც კომენტატორი ანდრო ხელაძეც გამოეხმაურა.

"ისტორიას რო დაწერ და პირველად მიაღწევ რამეს, კი ბატონო, მოსულა მინდორზე შევარდნა. ინგლისშიც ეგრე შვებიან და იტალიაშიც.

მაგრამ ის რაც ეხლა დინამოზე ხდება, ქაჯობა და სირცხვილია.

ამის გამო შეიძლება დაგვაჯარიმონ და შემდეგ თამაშზე საერთოდ არ დაგვიშვან ტრიბუნაზე.

6-1-ს რო მოიგებ და ფეხბურთელებს იმის საშუალებას არ მისცემ ტაში დაუკრას ხალხმა, გასახდელში რომ გააქცევ მთელ გუნდს - აი რა ქვია მაგ საქციელს?
არაფრის გამო გაგვიფუჭეს ხასიათი.

მესმის ასაკიც, აჟიტირებაც და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები რომ გვყავს, ჩვენც ხო შეიძლება სტადიონზე მოქცევა ვისწავლოთ?

იმედია ჯარიმით გამოვძვრებით და თურქეთთან უგულშემატკივროდ თამაში არ მოგვიწევს. გაკვეთილი უნდა იყოს ეს ერთის მხრივ ფანებისთვის და მეორე მხრივ სტადიონის ადმინისტრაციისთვის.

P.S ვინც არ იცით: მინდორზე შეცვივდნენ ბავშვები და არამხოლოდ ბავშვები. ზოგიერთი სომხების სექტორთან მივარდა, აგინეს და რაღაცები ესროლეს
", - წერს ანდრო.


კომენტარის დამატება

  • 0
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი