"დღეს ნახავთ სომხური ფეხბურთის ძალას" - რას წერენ სომხები მატჩამდე » სპორტის ხაზი

"დღეს ნახავთ სომხური ფეხბურთის ძალას" - რას წერენ სომხები მატჩამდე

"დღეს ნახავთ სომხური ფეხბურთის ძალას" - რას წერენ სომხები მატჩამდე
23-03-2025, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს და დაწყებული საქმის ბოლომდე დამთავრებას შეეცდება.

მატჩამდე გთავაზობთ სომეხი გულშემატკივრის კომენტარებს, რომლებიც სოციალური ქსელებიდან ამოვიღეთ:

"სახლში კოზირები დავმალეთ თბილისში მოულოდნელობის ეფექტის მოსახდენად"

"ახლა თქვენ ნახავთ სომხური ფეხბურთის ძალას, მოემზადეთ"

"დღეს 2020 წელი განმეორდება, ჩვენ მაშინაც არ ვიყავით ფავორიტები და მაინც მოვუგეთ"

"ჩემი პირობა ასეთია, თუ პირველ 30 წუთში გოლს ვერ გავიტანთ, ტელევიზორს გავთიშავ"

"სირცხვილის ჩამოსაწერად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და თბილისში გავიმარჯვოთ", - წერენ სომხები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი