ამას არავინ მოელოდა - რომელ თურქულ კლუბს სურს გიორგი ქოჩორაშვილის წაყვანა » სპორტის ხაზი

ამას არავინ მოელოდა - რომელ თურქულ კლუბს სურს გიორგი ქოჩორაშვილის წაყვანა

ამას არავინ მოელოდა - რომელ თურქულ კლუბს სურს გიორგი ქოჩორაშვილის წაყვანა
22-03-2025, 12:19
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ლევანტეში თავის გამოჩენის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე საკმაოდ ბევრი იწერება, ბოლო დღეებში კი ყველაზე მეტად თურქული მხარეა გააქტიურებული.

პოპულარული გამოცემა Fotomac-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველის წაყვანა ტრაბზონსპორს სურს, რომლის ხელმძღვანელობაც ამ დღეებში ვალენსიაში ჩაფრინდება და დეტალების მოგვარებას შეეცდება.

ლევანტე ქოჩორაშვილს 4 მილიონ ევროს აფასებს, თუმცა Fotomac-ის თქმით, თურქები მზად არიან, რომ ამაზე მეტიც კი გადაიხადონ.

რაც შეეხება თავად გიორგის გადაწყვეტილებას, მისი მიღება ფეხბურთელს კლუბთან და ოჯახთან გასაუბრების შემდეგ სურს. ამდენად, ქოჩორასგან პასუხს რამდენიმე დღეში მივიღებთ.

ერთი ისაა, რომ გიორგის ლევანტესთან ერთად ლა ლიგაში გადასვლის შანსი აქვს. გარდა ამისა, წინა თვეებში სერია A-ს ვარიანტებზეც იწერებოდა, ახლა კი ტრაბზონი რამდენადაა ქოჩორაშვილის გეგმებში, ეს კიდევ სხვა საკითხია..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი