ამჟამად ესპანური “ელჩეს” ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ განმარტა, თუ რატომ დატოვა “პარი სენ ჟერმენი.” არგენტინელი პარიზულ კლუბში 7 სეზონის მანძილზე თამაშობდა და 2018 წელს “რომაში” გადავიდა.
“პსჟ-ს ჩემი გაშვება არ სურდა და მათ 5-წლიანი კონტრაქტიც შემომთავაზეს, თუმცა უარი ვთქვი. მაშინ ამ გუნდის დონეს ვერ ვაკმაყოფილებდი.
ხელმძღვანელებს გუნდიდან გაშვება ვთხოვე, ვინაიდან მათი გეგმები ჩემი დონისთვის ზედმეტად ამბიციური იყო”– პასტორეს სიტყვებს Le Parisien-ი ციტირებს.
პასტორე “პსჟ-ში” 2011-2018 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ლიგა 1 (5-ჯერ), საფრანგეთის თასი (2-ჯერ), ლიგის თასი (5-ჯერ) და სუპერთასი (4-ჯერ) მოიგო.
არგენტინელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 269 შეხვედრაში 45 გოლი და 61 საგოლე გადაცემაა.