ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ბარსელონას ვინგერის, ლამინ იამალის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს - ინფორმაციას ამის თაობაზე El Nacional ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, პარიზელების მთავარი ამოცანაა 17 წლის მოთამაშე დაარწმუნონ, რომ ბარსელონასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, სანაცვლოდ კი ცხადია მას რეკორდულ კონტრაქტს შესთავაზებენ.
თუ იამალი პარიზელების წინადადებას დათანხმდება, მას ისეთივე ზღაპრული კონტრაქტი ექნება, როგორიც ერთ დროს კილიან მბაპეს ჰქონდა.
თავად იამალი ბარსელონაში ყოფნით ძალიან ბედნიერია და ნაკლებად სავარაუდოა გუნდის გამოცვლაზე იფიქროს, თუმცა როცა საქმე ამხელა ციფრებს ეხება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.