აქაც მოწინავეთა შორისაა - გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში გამოარჩიეს » სპორტის ხაზი

აქაც მოწინავეთა შორისაა - გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში გამოარჩიეს

აქაც მოწინავეთა შორისაა - გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში გამოარჩიეს
28-03-2025, 13:22
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპში რომ გამორჩეულ სეზონს ატარებს, ეს უკვე ვიცით. ახლახანს ამის დასადასტურებელი მორიგი სტატისტიკური მონაცემი გავრცელდა.

როგორც The Championship Chat Podcast-ში თქვეს, ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონში მეტოქის კართან გაკეთებული საკვანძო პასების რაოდენობით გიორგი ჩაკვეტაძე ტურნირის ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშეა.

ქართველ ნახევარმცველს სულ სამი ფეხბურთელი უსწრებს. გიორგი მე-4 პოზიციაზე 509 გაკეთებული საკვანძო გადაცემით იმყოფება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორი მაღალი დონის სეზონს ატარებს ჩაკვეტაძე, თანაც სტაბილურად.

ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონის 37 შეხვედრაში ჩაკვეტაძემ 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ უოტფორდი პრემიერ ლიგაში ვერ გადავა, მაშინ ქართველი გუნდს დატოვებს და გაცილებით ძლიერ ინგლისურ კლუბში გადაბარგდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი