გალაქტიკოსის შექმნა უნდათ? - ვისი წაყვანა სურს კვარას პარი სენ-ჟერმენს » სპორტის ხაზი

გალაქტიკოსის შექმნა უნდათ? - ვისი წაყვანა სურს კვარას პარი სენ-ჟერმენს

გალაქტიკოსის შექმნა უნდათ? - ვისი წაყვანა სურს კვარას პარი სენ-ჟერმენს
19-03-2025, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა El Nacional-მა დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას 17 წლის ტალანტის, ლამინ იამალის დამატება გადაწყვიტა, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე 180 მილიონი ევრო ადევს.

წყაროს ცნობით, პარიზელები ცდილობენ, 17 წლის ფეხბურთელი დაარწმუნონ, რომ ბარსელონასთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივოს.

გამოცემა იტყობინება, რომ პარიზული გრანდი ლამინ იამალისთვის ზუსტად ისეთი სარეკორდო კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რაც თავის დროზე კილიან მბაპეს ჰქონდა.

ლამინ იამალი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით 38-ჯერ ითამაშა, რა დროშიც 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი