საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩი გამართა – 13 და 16 მარტს ბოსნიის ნაკრები ორჯერ დაამარცხა – თბილისში 28:26, ბოსნიაში 22:20.
შესარჩევი მატჩების შემდეგ ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF EURO) ოფიციალურმა გვერდმა მესამე და მეოთხე ტურების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ცხოვრებაძე მოხვდა.
ბოსნიასთან მატჩებში გიორგიმ 16 გოლი გაიტანა (11 თბილისში, 5 ბოსნიაში), თბილისში გამართულ შეხვედრაში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მომდევნო მატჩს 8 მაისს თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო შესარჩევ ტურნირს 11 მაისს ისლანდიაში მატჩით დაასრულებს.
geohandball.ge