როგორც ფაბრიციო რომანო წერს, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ინტერ მაიამის ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კუნთის დაზიანება მიიღო.
ჟურნალისტის ინფორმაციით, მესიმ ფეხზე გამოკვლევა ჩაიტარა და ტრავმა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეო არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
არგენტინის ნაკრებს ამ სანაკრებო პაუზაზე ორი თამაში აქვს დაგეგმილი, ერთი ურუგვაისთან, მეორე კი ბრაზილიასთან. ერთიც და მეორეც მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე გაიმართება.