პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის -კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.
ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ - 2022 წელს სამწვრთნელო შტაბის წევრები:
ლევან მაისაშვილი, ილია მაისურაძე, ვასილ აბაშიძე, ირაკლი ჭყონია, დავით რამიშვილი, აბესალომ აბრამიშვილი, თათია ბერიაშვილი, ალექსი იორდანიშვილი, ლაშა მჭედლიშვილი, დავით ნემსაძე, ნუცა შამათავა, ნიკოლოზ პინაიშვილი, უილიამ ლევისი;
მოთამაშეები: ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, თორნიკე ჯალაღონია, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, ლაშა ჯაიანი, გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ბექა საღინაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, ალექსანდრე თოდუა, ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ქუნთელია, მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე, გიორგი ჭყოიძე, ლაშა ლომიძე.