UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე დარწმუნებულია, რომ ილია თოფურია ქვემსუბუქი წონისა და BMF-ის ქამრის შემდეგ მესამე ჩემპიონობასაც იზეიმებს.
ილიას მიზანი ჩემპიონობაა. ახლა ამ წონაში ქამარი ისლამ მახაჩევს უკითვნის, შესაბამისად, შემდეგი მსხვერპლიც ისაა. ჩემი აზრით, ისლამსა და ილიას შორის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართება.
ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა ილიაში ეჭვი წამითაც არ მეპარება. მისი ამოცანაა, რომ მესამე ქამრის მფლობელი გახდეს.
- თქვა გურამ ქუთათელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ერთი დივიზიონით მაღლა გადასვლა გადაწყვიტა, თავისი ქამარი კი ვაკანტური გახადა. როგორც მატადორი და მისი მენეჯერი ამბობენ, მათ მხოლოდ ისლამ მახაჩევთან ჩხუბი სურთ.