როგორც UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაიათმა განაცხადა, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონი ოფიციალურად დატოვა და ერთი წონით მაღლა გადაინაცვლა.
ილია თოფურია გრძნობს, რომ ქვემსუბუქ დივიზიონში უკვე ყველაფერი გააკეთა, მან თავისი მემკვიდრეობა დატოვა. როგორც ის ამბობს, წონის კლება სულ უფრო უჭირს, ამიტომ მსუბუქი წონის დივიზიონში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდა.
- ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი.
ილია თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, მისი შენარჩუნება კი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შეძლო.
რაც შეეხება მსუბუქ დივიზიონს, იქ ისლამ მახაჩევი ბატონობს. გავრცელებული ინფორმაციით, ილიას სწორედ მასთან ჩხუბი სურს.