ქუთაისის ტორპედო გახმაურებული ტრანსფერების გაკეთებას აგრძელებს. ამჯერად იმერულმა კლუბმა 27 წლის კრისტიან რივერა დაიმატა.
27 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან რივერა "ტორპედოს" ფეხბურთელია. ესპანელმა ნახევარმცველმა ბოლო 3 სეზონი ხიხონის "სპორტინგში" გაატარა. მანამდე კი კარიერის განმავლობაში ესპანურ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: "ლას პალმასი", "ხირონა", "ლეგანესი", "უესკა", "ეიბარი", "ბარსელონა B".
ესპანეთის ლა ლიგაში რივერამ 51 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგა 2-ში - 120 მატჩი. იყო ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია.
გამოცდილმა ესპანელმა "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
- წერს ტორპედო.