11 ივლისის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ ალბანურ ტირანას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. არადა, სტივ კინის გუნდს მოგების საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა, თუმცა 87-ე წუთზე გაშვებულმა გამათანაბრებელმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.
ამ მომენტისთვის იმერულ კლუბში 9 ლეგიონერი ირიცხება და როგორც დაიწერა, განმეორებითი დაპირისპირების წინ ტორპედომ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ლეგიონერთა რაოდენობა 10-მდე შეავსო.
ტორპედომ 26 წლის გვინეელი თავდამსხმელი, მომო იანსანე ხორვატიის ლიგაში მოასპარეზე რიეკადან დაიმატა, იქამდე კი იანსანეს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა ბელორუსიული ისლოჩი, რუსული ნიჟნი ნოვგოროდი და მოლდოვური შერიფი.
ქუთაისურმა კლუბმა აფრიკელ ფეხბურთელთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, ის 18 ივლისს შედგება.