სომხური გამოცემა, კერძოდ სპორტარანი წერს, რომ ამავე ნაკრების ახალი მწვრთნელისგან, ჯონ ვანტ სხიპისგან დიდი მოლოდინები არ უნდა იყოს შექმნილი.
რდილოეთ მაკედონიასთან მარცხის (0:2) შემდეგ ალექსანდრე პეტრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საფეხბურთო საზოგადოებას დიდი ხანი აინტერესებდა, ვინ უხელმძღვანელებდა ეროვნულ გუნდს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი მხოლოდ 17 თებერვალს გამოაცხადა მისი შემცვლელი – ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვანტ სხიპი.
ჯონ ვანტ სხიპის მიერ გამოყენებული ძირითადი სქემებია 4-3-3 (ორი საყრდენი ნახევარმცველით), 4-2-3-1 და 5-2-3. ახალ მწვრთნელს გადაჭარბებულ იმედებს ვერ დავუკავშირებთ, მაგრამ ახალი ტაქტიკური იდეები და კომპეტენტური მუშაობა გუნდს წინსვლაში დაეხმარება.
- წერს გამოცემა.