სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სათავეში ნიდერლანდელი თავკაცი ჯონ ვან'ტ სხიპი ჩაუდგება.
ხელშეკრულება 2026 წლამდე თანამშრომლობას ითვალისწინებს, დამატებით ერთი წლით კიდევ გახანგრძლივების შესაძლებლობით.
აქამდე მეზობელი ქვეყნის გუნდს უკრაინელი ალექსანდრ პეტრაკოვი წვრთნიდა, რომელსაც პოსტი გასული წლის ოქტომბერში დაატოვებინეს.
სხიპს აქამდე "აიაქსი", საბერძნეთის ნაკრები, "მელბურნი", "გვადალახარა" და სხვა გუნდები გაუწვრთნია.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.