სომხეთის ეროვნული ნაკრები ჩვენი საპლეიოფო მეტოქეა და საინტერესოა თუ რა სიტუაციაა ახლა მეტოქე გუნდის ბანაკში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ამავე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ედგარ მანუჩარიანი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მათი გუნდის ახალ მწვრთნელს, ჯონ ვანტ სხიპს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება.
ირადად არ ვიცნობ ჯონ ვან’ტ სხიპს. როდესაც მე „აიაქსში“ ვიყავი, ის ნიდერლანდების ნაკრებში მარკო ვან ბასტენის ასისტენტად მუშაობდა. ვფიქრობ, ის გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ დრო გვიჩვენებს, სომხეთის ნაკრებს რამდენად წაადგება. ბევრად უკეთ ვიცნობ მის ასისტენტს, არონ ვინტერს, რომელთანაც „აიაქსის“ მეორე გუნდში ვმუშაობდი.
ვან’ტ სხიპს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და იმედია, სომხეთის ნაკრებში ყველაფერი გამოუვა. სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის ბევრი განსხვავებაა, განსაკუთრებით მენტალიტეტში. თუმცა, საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ახლოს არიან. გვყავს ტექნიკურად მომზადებული მოთამაშეებიც, მაგრამ ვფიქრობ, ნაკრებთან და ჩვენს ფეხბურთთან შესაგუებლად სხიპს დრო მაინც სჭირდება.
- ამბობს მანუჩარიანი.