ვაჟ ხელბურთელებს ღირსების ორდენი გადაეცათ - პრეზიდენტის კომენტარი » სპორტის ხაზი

ვაჟ ხელბურთელებს ღირსების ორდენი გადაეცათ - პრეზიდენტის კომენტარი

ვაჟ ხელბურთელებს ღირსების ორდენი გადაეცათ - პრეზიდენტის კომენტარი
11-03-2025, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ვაჟ ხელბურთელებს ღირსების ორდენი გადაეცათ. გთავაზობთ ქვეყნის პრეზიდენტის კომენტარს დაჯილდოებიდან:

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ისტორიული შედეგისთვის, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენეთ. ეს თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგია.

მიმაჩნია, რომ სპორტში ყველაზე კარგად ჩანს ქართველი ადამიანის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი, ის თვისებები, რომლებიც ყველაზე მეტად აძლიერებს ჩვენს ერს. ჩვენ უკვე არაერთხელ ვნახეთ და დავრწმუნდით, თუ როგორ შეუძლია თითოეულ გამარჯვებას ჩვენი საზოგადოების გაერთიანება, სიამაყითა და სიყვარულით ავსება.

მჯერა, თქვენი თავდაუზოგავი შრომით, სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის თანადგომით წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ქართველ გულშემატკივარს.

მინდა, წარმატება გისურვოთ მომავალ ასპარეზობაში, რომელიც 13 მარტს გაიმართება. გახსოვდეთ, რომ მოედანზე გასვლისას თქვენ უკან დგას ქართველი გულშემატკივარი, რომლის სიყვარული და მხარდაჭერა აუცილებლად დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში.

- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ყველაშვილი არ არის პრეზიდენტი

12 მარტი 2025 14:24
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი