"მიყვარს ფეხბურთის თამაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია" - ხვიჩას წინასამატჩო პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"მიყვარს ფეხბურთის თამაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია" - ხვიჩას წინასამატჩო პრესკონფერენცია

"მიყვარს ფეხბურთის თამაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია" - ხვიჩას წინასამატჩო პრესკონფერენცია
11-03-2025, 01:55
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "პარი სენ-ჟერმენი" "ლივერპულს" ენფილდის სტადიონზე ესტუმრება.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს.

"ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ვიცით, რომ ხვალ რთული თამაში იქნება, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ, მოვემზადეთ ხვალ საბრძოლველად და გვიხარია, რომ ამ მატჩში თამაშის შესაძლებლობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ სტადიონზე თამაში ძალიან კარგია, ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა "ენფილდზე" თამაში, ვიბრძოლებთ ოცნებების ასახდენად და ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ როცა მოედანზე გადიხარ, ატმოსფეროზე აღარ ხარ კონცენტრირებული"

"ვფიქრობ, რომ შანსი თანაბარია 50-50%-ზე. "ლივერპულთან" დომინირება ადვილი არ არის, ჩვენ ეს შევძელით, ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, შანსი თანაბარია. ჩვენს თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებული და აქ მოსაგებად ვართ. რა თქმა უნდა, ქამბექზე ვსაუბრობთ, მაგრამ გვიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება გვიწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ".

"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი ადაპტაცია ყველას დახმარებით გამარტივდა. ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო კარგად თამაში შემიძლია. ვმუშაობ, რომ უკეთესი და უკეთესი ვიყო".

"მოტივირებულები ვართ. რა თქმა უნდა, როცა "ენფილდზე" თამაშობ, ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი პატივია, გუნდში ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს და გამარჯვებას ვეცდებით".

"მიყვარს ფეხბურთის თამაში, როცა დრიბლინგს ვაკეთებ, ვცდილობ, ეს ლამაზადაც გავაკეთო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. მთავარია, გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში დავეხმარო".

"არ ვიცი, ერთადერთი ვარ თუ არა გუნდში, ვისაც აქ უთამაშია, მაგრამ ბევრმა იცის, რას ნიშნავს "ენფილდზე" და ასეთ ატმოსფეროში თამაში. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან ლივერპულისთვის შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრებიც იქნებიან და ვიცით, რომ ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან. ყველაზე მთავარია, რომ თამაშზე კონცენტრირებული ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა პარიზში ვთამაშობთ თუ ლივერპულში, გამარჯვება გვინდა".

"ჩვენი მიზანია დომინირება, როგორც ეს პარიზში გავაკეთეთ, იგივე ხარისხით თამაში. ლივერპულთან დომინირება ადვილი არ არის, აქ კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ თუ ჩვენს თამაშზე გავამახვილებთ ყურადღებას, ყველაფერი შესაძლებელია. ეს სეზონში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, ეს ჩემპიონთა ლიგაა. გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ამ ტურნირზე".

"იმედგაცრუებული ვიყავით, ცოტა უსამართლოა ასეთ დიდ უპირატესობას ფლობდე და დამარცხდე. მეორე დღეს ვისაუბრეთ და ვეცდებით, ხვალ გამარჯვებას. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია".

"ბევრი გვესაუბრა საპასუხო მატჩზე. გვითხრა, რომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ ჩვენს თამაშზე, ასე ყველაფერი შესაძლებელია. მას მსგავსი მატჩების დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენზე უკეთ იცის რას ნიშნავს ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა. ყველაფერს გავაკეთებთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს და ვნახოთ, ვინ მოიგებს".

"როდესაც პსჟ-ში თამაშობ, პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა დამაყენონ, ვითამაშებ. თავდამსხმელი ვარ და მეტოქის კართან ახლოს ვთამაშობ, მთავარი ესაა, მაგრამ დაცვასაც ვეხმარები. მთავარია, ფეხბურთის თამაში და გამარჯვება გიყვარდეს. ჩემთვის მთავარია, ვითამაშო და ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, პოზიცია დიდად არ მაინტერესებს".

"ლივერპული თავდაჯერებული იქნება, რადგან სახლში ითამაშებს, თავისი გულშემატკივრის თვალწინ, პირველი მატჩიც მოიგო. ალბათ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით ჩვენი თამაშის სტილი დავამკვიდროთ, მთავარი კი, კარგი შედეგის მიღწევაა".

"წინა შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამიტომ, ახლა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ, გოლი აუცილებლად გასატანი გვაქვს. ჩვენი ძლიერი მხარეები გუნდურად უნდა გამოვიყენოთ"
. - europop

"პარი სენ-ჟერმენისა" და "ლივერპულის" განმეორებითი დაპირისპირება 11 მარტს, 23:55 საათზე, ენფილდზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი