მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა განაპირა მცველმა, დიეგო დალომ ამავე კლუბის მაისურით ჯამურად მე-200 შეხვედრა ჩაატარა.
მოგვიანებით დალომ აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
როდესაც ასეთ დიდ კლუბში გადადიხარ, სურვილი გაქვს, რომ ყოველი წუთით იცხოვრო. ასეთი შედეგის დაფიქსირება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი სიამაყის მომტანია.
- თქვა დალომ.
დიეგო დალოს მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული.