საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხა
9-03-2025, 21:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე შოთა თოფურიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა. პირველი ტაიმის საწყის წუთებზე მოპოვებული უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

საქართველო - რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი 11 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი