ტრაგედია კოლუმბიაში | 22 წლის ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

ტრაგედია კოლუმბიაში | 22 წლის ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

ტრაგედია კოლუმბიაში | 22 წლის ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
1-12-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც დაიწერა, 22 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი, ანდრეას ბალანტა გულის შეტევით გარდაიცვალა.

წყაროს ინფორმაციით, გულის შეტევა ბალანტამ ვარჯიშის დროს მიიღო, რის შემდეგაც ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ანდრეას ბალანტა არგენტინის ჩემპიონატში, კერძოდ ატლეტიკო ტეკუმანში თამაშობდა, იქამდე კი რამდენიმე სეზონი სამშობლოში, დეპორტივო კალის შემადგენლობაში აქვს გატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი