ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება, შეხვედრა 4 მარტსაა ჩანიშნული.
გარდა ამისა, ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ნიკოლოზს სლოვაკ კოვალიკისსა და იაპონელ უჩიამას შორის გამარჯვებულის ძლევაც მოუწევს.
ცნობისთვის, 33 წლის ბასილაშვილი ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე პოზიციას იკავებს.