საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტური "სენტ-ეტიენისთვისა" და ზურიკო დავითაშვილისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა – "მწვანეებმა" შინ "ნიცა" მიიღეს და 1:3 დამარცხდნენ.
გასულ ტურში სათადარიგოთა სკამიდან დაწყებული მატჩის შემდეგ, (ორი საგოლე გადაცემა), "სენტ-ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და მატჩში სრულად ათამაშა.
დავითაშვილი მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას შედეგიანი მოქმედება არ დაუფიქსირებია.
Sofascore ჩვენებურის დღევანდელ პერფომანსს 6,7 ქულით აფასებს.
მარცხის შემდეგ "სენტ-ეტიენის" მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა – გუნდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი ვერ მოიგო და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.