33 წლის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა ბარსელონაში ტრანსფერიდან პირველი რამდენიმე დღე და მესისთან შეხვედრა გაიხსენა.
"მესის პენალტების შესრულებაში დავეხმარე. ვარჯიშზე ვიყავით, როცა მკითხა, თუ როგორ ვასრულებდი პენალტებს ასე.. ვუთხარი: "გიჟი ხარ? შენ მესი ხარ, თუ მე შემიძლია ამის გაკეთება, შენც შეგიძლია.." შემდეგ ვასწავლე და სულ ვარჯიშობდა", - განაცხადა ნეიმარმა.
ცნობისთვის, ნეიმარი მშობლიურ სანტოსში დაბრუნდა და 6 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.