ოპერაცია ჩატარებულია - ნეიმარი აღდგენის პროცესებს იწყებს » სპორტის ხაზი

ოპერაცია ჩატარებულია - ნეიმარი აღდგენის პროცესებს იწყებს

ოპერაცია ჩატარებულია - ნეიმარი აღდგენის პროცესებს იწყებს
4-11-2023, 02:04
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთა და აღდგენის პროცესს იწყებს.

მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ურუგვაიმ ბრაზილიას - 2:0 სძლია. ამ მატჩში 31 წლის გარემარბმა უმძიმესი დაზიანება მიიღო - მენისკი და ჯვარედინი იოგების გაწყვეტა. ამის გამო, ნეიმარს სეზონის სრულად გამოტოვება მოუწევს.

"ყველაფერი გამოვიდა. მადლობა ყველა შეტყობინებისთვის. ახლა ყურადღება გამოჯანმრთელებაზე მექნება." - წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.

ნეიმარი 2023 წლის ზაფხულში საუდის არაბეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, "პსჟ-დან", 90 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერის შედეგად გადავიდა და ყველა ტურნირზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 1 გოლის გტანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი