ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა მისი დამატებით მადრიდის რეალი და ბარსელონა ერთდროულად ინტერესდებოდნენ.
"ჩემი დამატება მადრიდის რეალსაც სურდა - ძალიან ინტენსიური დღეები იყო, რადგან ერთ მხარეს რეალის პრეზიდენტს ველაპარაკებოდი, მეორე მხარეს კი ბარსელონას.
წარმოვიდგინე, რომ ორივესთვის ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა გულმა გადაწყვიტა ყველაფერი და საბოლოოდ ბარსელონა ვარჩიე", - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბარსელონას მაისურით ჯამში 186 შეხვედრა გამართა და თავის გამოჩენა 105 გოლითა და 76 საგოლე გადაცემით მოახერხა.