"მესიმ მითხრა დარჩი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად გაქცევო" - ნეიმარი » სპორტის ხაზი

"მესიმ მითხრა დარჩი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად გაქცევო" - ნეიმარი

"მესიმ მითხრა დარჩი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად გაქცევო" - ნეიმარი
17-01-2025, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლის პერიოდი გაიხსენა და ამის მიზეზებიც განმარტა.

"ბარსელონა იმისთვის არ დამიტოვებია, რომ პსჟ-ში მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

მესიმ მკითხა: რატომ მიდიხაღ? გსურს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდე? მე შემიძლია გაგხადო საუკეთესო ფეხბურთელი და ამაში დაგეხმარები. მაგრამ ვუთხარი, რომ არა, საქმე ამაში არ იყო და პირადული იყო.

აშკარად პსჟ-ში უკეთესი ფინანსური პირობები იყო ვიდრე ბარსელონაში და თან, იქ ჩემი ბრაზილიელი მეგობრები თამაშობდნენ, მათთან თამაში მინდოდა.

მაშინ პსჟ-ში ტიაგო სილვა, დანი ალვეში (ახალჩასული), მარკინიოსი და ლუკას მოურა იყვნენ, ისინი ყველა ჩემი მეგობრები არიან
", - განაცხადა ნეიმარმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი